29 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
ამერიკის ელჩის ჩვეულებრივ ლანძღვამდე მისული კრიტიკა ჩემთვის მიუღებელია, თითქოს ელჩი ჩვენ გვებრძოდეს - იაგო ხვიჩია

მე ვარ ამერიკის ელჩის მხარეს, ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ევროკავშირის ელჩის მხარეს და მინდა გავემიჯნო ყოველგვარ მსგავს რაღაცას, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს, რომ ჩემი სახელით ხორციელდება - ეს განცხადება "დღის კურიერში" პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარემ გააკეთა.

იაგო ხვიჩია მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, პატივი სცენ ფასილიტატორ ელჩებს.

"მე ამ ქვეყანაში მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩის მჯერა. აშშ-ის ელჩმა ჩამოსვლისთანავე გამოგვიყვანა ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან, იმიტომ, რომ მიაღწია 8 მარტის შეთანხმებას. იმის ნაცვლად, რომ მადლობელი ვიყოთ, ამ ხალხმა რა დააშავა მე არ მესმის. მე იმედი მაქვს ფასილიტატორების, რომ არ აყვებიან ემოციას და ნერვებს და ბოლომდე მიიყვანენ პროცესს, რომელსაც ქართველი ხალხისთვის აკეთებენ.

ჯერ "ქართულმა ოცნებამ" მიაყენა შეურაცხყოფა და ოპოზიციამ, ჩემთვის გაუგებრადაც გამოიყვანა ისე, რომ ამერიკის ელჩი, რომელიც გვეხმარება, მთავარი ოპოზიციური პარტიის ტელევიზიიდან წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში გვაყენებს ჩვენ, პატარა პარტიებს, განსაკუთრებით ჩემნაირ გამოკვეთილად პროამერიკულ პარტიას, მოლაპარაკების პროცესში, სადაც ფიზიკურად ვერაფერს ვერ ვაკონტროლებთ," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მანვე "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ხაზგასმით აფიქსირებს თავის პოზიციას და არის ამ შემთხვევაში ამერიკის ელჩის მხარეს. 

"მე ვაფიქსირებ თქვენს ეთერში, რომ ვარ ამერიკის ელჩის მხარეს, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარეს,  ევროკავშირის ელჩის მხარეს და მინდა ზოგადად გავემიჯნო ყოველგვარ მსგავს რაღაცას, რომელიც ვიღაცამ ჩათვალოს, რომ ჩემი სახელით ხორციელდება. ამასთან, ყველა მხარე მინდა დავფიქრდეთ, რა მდგომარეობამდე მივედით, რომ ჩვეულებრივი გახდა ერთის მხრივ ამერიკის ელჩის თანდასწრებით მოლაპარაკების მაგიდასთან ხალხზე მუქარა და მეორე მხრიდან ამერიკის ელჩის ჩვეულებრივი ლანძღვამდე მისული კრიტიკა, თითქოს ის ჩვენ გვებრძოდეს და ამ ქვეყნისთვის ცუდი უნდოდეს. მე ეს ვერ წარმომიდგენია სწორი იყოს, საქართველოს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისგან, გეოპოლიტიკური კუთხით, ეკონომიკის კუთხით, რისი იმედი შეიძლება გქონდეს სამყაროში ამერიკის გარდა. ამერიკისნაირი ქვეყნის წარმომადგენელს ჩვენ ორივე მხარე ვექცევით ასე და პატარა პარტიები ვიჭყლიტებით, მე იმედი მაქვს "ნაციონალურ მოძრაობაშიც" მოიძებნებიან ადამიანები, ვინც მკაფიოდ გაემიჯენება ამ პროცესს " - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

 

 

 

დღის ამბები