29 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტის ოფიციალურად გამოცხადებამდე 1 დღით ადრე ვაშინგტონი საპროტესტო აქციებმა მოიცვა

საარჩევნო კოლეგიის შეკრებამდე და ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტის ოფიციალურად გამოცხადებამდე 1 დღით ადრე ვაშინგტონი საპროტესტო აქციებმა მოიცვა.

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ტრამპის სარჩელი არ განიხილა. მოთხოვნა 4 შტატში ხმების ბათილად ცნობა იყო. გადაწყვეტილებამ ტრამპის მხარდამჭერებში უკმაყოფილება გამოიწვია, შტატების რიგით 45-ე პრეზიდენტის მომხრეები ქუჩაში გამოვიდნენ.

პროტესტი ტრამპის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგე ჯგუფებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. ვაშინგტონში გამართული აქცია მალევე დაკავებებით დასრულდა. დაშავდა ათობით ადამიანი, მათ შორის - პოლიციელები.

დღის ამბები