29 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
ქუთაისში ბინაში გაჩენილ ხანძარს 50 წლამდე მამაკაცი ესხვერპლა

ქუთაისში ბინაში გაჩენილ ხანძარს მამაკაცი ესხვერპლა. შემთხვევა ნიკეას დასახლებაში მოხდა. 50 წლამდე მამაკაცს გადაადგილების  პრობლემა ჰქონდა, რის გამოც ბინიდან გასვლა ვერ მოახერხა.

მეზობლების თქმით,  ხანძარი ბინაში მყოფმა მეორე მამაკაცმა გვიან შენიშნა და დროული რეაგირება ვერ მოახდინა. მან თავად გამოსვლა მოასწრო და ამჟამად გამოკითხვაზე იმყოფება.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.  ჯერჯერობით უცნობია გამომწვევი მიზეზი. დამწვარია დაახლოებით 20 კვადრატულ მეტრამდე საცხოვრებელი ფართი. მომხდარზე  გამოძიება 187-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.

დღის ამბები