29 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
24 დეკემბერს კოვიდპანდემიის ფონზე დაწესებული შეზღუდვები უნდა შემცირდეს - გადაიხედება თუ არა გადაწყვეტილება

კორონავირუსის მსხვერპლი კიდევ ერთი მედიკოსია. 63 წლის ქირურგი კლინიკა "რუსთავში" მუშაობდა. ნუგზარ სამხარაძე დაინფიცირებიდან მე-6ე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მედიკოსს კვლევებით ფილტვების დაზიანების მაღალი ხარისხი - 20 ქულა დაუდგინდა.

მედიკოსის გარდა, ბოლო 24 საათში ვირუსით 45 პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირების ახალი დადასტურებული მაჩვენებელი კი დღეს 2 720-ია.

კორონავირუსით დაინფიცირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ვანის ცენტრის 17 თანამშრომელი. ინფექციის გამო, მუნიციპალიტეტის სამედიცინო დახმარების ცენტრი ორი კვირის განმავლობაში პარალიზებული იყო.

24 დეკემბრიდან ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქებას საფრთხედ მიიჩნევს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძეც. გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი ამბობს, რომ ინფიცირების მაჩვენებლის შემცირებისთვის ქვეყანამ წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ უნდა გაამკაცროს. 

დღის ამბები