ძებნილი ბადრი ესებუას ძმა ახლა თავად არის ბრალდებული. ბიძინა ესებუა ბრალის ოფიციალურ წარდგენას წინასწარი მოთავსების იზოლატორში ელოდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვერსიით, მას კუთვნილ ავტომობილში 2 ხელყუმბარა და ვაზნები ჰქონდა. იარაღის გარდა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია საძილე ტომარა და საკვები პროდუქტები.
ამ ნივთმკტიკცებისა და სხვა ოპერატიული ინფორმაციის გათვალსწინებით, გაჩნდა ეჭვი, რომ მას ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და ნივთებიც მისთვის უნდა გადაეცა, სად და როდის ჯერჯერობით უცნობია, პოლიციამ ის მაშინ დააკავა, როდესაც მამაკაცი მიხვდა, რომ უთვალთვალებდენ და მიმალვა სცადა.
ძებნილ ბადრი ესებუას და მისი ძმის შესაძლო კომუნიკაციას ოჯახში კატეგორიულად გამორიცხავენ.