29 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
აუცილებელია პოლიტიკური კრიზისი მოლაპარაკების გზით განიმუხტოს და ოპოზიციამ საუკეთესო შეთანხმების გამოტანა შეძლოს - ლევან იოსელიანი

პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერის ლევან იოსელიანის თქმით, მისი პარტიის მიზანია ელჩების მონაწილეობით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები გაგრძელდეს და შეთანხმებას მიაღწიონ.

როგორც ლევან იოსელიანი აცხადებს, ერთი კვირაა მისი პარტიის მიმართ ბულინგი არ წყდება.

"აუცილებელია პოლიტიკური კრიზისი მოლაპარაკების გზით განიმუხტოს და ოპოზიციამ შეძლოს გამოიტანოს ამ მოლაპარაკებიდან საუკეთესო შეთანხმება. საუკეთესო შეთანხმება ოპოზიციისთვის ან ხელისუფლებისთვის კი არა, ქვეყნისთვის საუკეთესო შეთანხმება. ამისთვის ვიბრძვით ჩვენ, ამის გამოა, რომ ერთი კვირაა არ წყდება ჩვენზე ტალახის სროლა და ბულინგი, როგორ გავბედეთ და ვთქვით, რომ არის ხალხი, რომელიც ცდილობს მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლას, მაგრამ ამ პროცესში ჩვენ ამოცანად მიგვაჩნია, რამენაირად გადავარჩინოთ შეთანხმება," - განაცხადა ლევან იოსელიანმა. 

დღის ამბები