29 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
აჭარის მთავრობის სახლთან 4 აქტივისტი დააკავეს

დაკავებებით დასრულდა ოპოზიციის აქცია ბათუმში. რამდენიმე სპორტსმენმა მინისტრთა საბჭოს შენობაში შესვლა სცადა, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

ისინი თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. იყო დაპირისპირება სამართალდამცველებთან.

სპორტსმენები რამდენიმე დღის წინ, მათ დაჯარიმებას აპროტესტებდნენ. როგორც სპორტსმენები აცხადებენ, დაჭერილია ოთხი პირი.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, აქციის მიანაწილეებსა და სამართლადამცავებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს ერთი პოლიციელი დაშავდა. 

დაკავებულ აქტივისტებს პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დამოუმორჩილებლობას ედავებიან.

დღის ამბები