თბილისში, ნაძალადევის რაიონში მამაკაცი დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, 4-ჯერ გასროლა გაიგონეს, თუმცა ფაქტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. როგორც "რუსთავი 2-ს", შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
დაჭრილი ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. სასწრაფო დახმარების მისვლის დროს, თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი გონზე იყო.