ალექსეი ნავალნის მოწამვლა ორჯერ სცადეს. ინფორმაციას The Sunday Times-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პირველი უშედეგო მცდელობის შემდეგ, რუსულმა სპეცსამსახურებმა ოპზიციონერი ლიდერის ლიკვიდაცია მეორედ ტომსკის კლინიკაშიც სცადეს, როდესაც ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ალექსეი ნავალნი რუსეთის ქალაქ ტომსკში 20 აგვისტოს მოწამლეს. კრემლი ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს არ ადასტურებს.