29 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
საახალწლო მუსიკალური შეხვედრები ონლაინ - ფესტივალი 15 დეკემბერს გია ყანჩელისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტით გაიხსნება

ფესტივალი "საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" წელს ონლაინრეჟიმში გაიმართება. პანდემიამ შეხვედრის ფორმა შეცვალა, მაგრამ რეპერტუარი - არა.

ფესტივალი 15 დეკემბერს საიუბილეო საღამოთი გაიხსნება. კონცერტი დიდი მაესტროს, გია ყანჩელის დაბადებიდან 85 წლისთავს ეძღვნება. თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი "საქართველოს სიმფონიეტა" მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით მსოფლიო პრემიერას გამართავს.

გია ყანჩელის მინიატურები ორკესტრისთვის სცენაზე პირველად შესრულდება.

კონსერვატორიის დიდი დარბაზი 19 დეკემბერს ვოკალური მუსიკის საღამო უმასპინძლებს და კონცერტი ონლაინრეჟიმში კონსერვატორიის დიდი დარბაზის facebook გვერდზე განთავსდება.

დღის ამბები