29 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
როგორ იქცა სანდო წყარო ბრალდებების მთავარ ადრესატად - ოპოზიციის ნაწილი ISFED-ს არ ენდობა

ხმების პარალელური დათვლის შედეგების გადასამოწმებლად ჩატარებული შიდა აუდიტის შემდეგ ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" პირველადი შედეგების კორექტირებულ ვარიანტს აქვეყნებს. სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ გადამოწმების შემდეგ პარტიების მიერ არჩევნებზე მიღებული მხარდაჭერა პროცენტებში ცესკოს მონაცემებს თითქმის სრულად ემთხვევა.

მმართველი გუნდისთვის განახლებული შედეგები არჩევნების სამართლიანად ჩატარების მტკიცებულებაა, ხოლო ოპოზიციაში ახალი მონაცემების გამოქვეყნებას არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა.

ჯერ კიდევ გუშინ "სამართლიან არჩევნებს" ცესკოს დაკომპლექტებას ანდობდნენ, დღეს კი ოპოზიციის ნაწილი ამ ორგანიზაციას უნდობლობას უცხადებს. უფრო მეტიც, შალვა ნათელაშვილმა მისი გაუქმებაც კი მოითხოვა. განაცხადა, რომ ადრე გავლენიან ორგანიზაციად შეფასებული სამართლიანი არჩევნები დღეს ხელისუფლების გავლენის ქვეშ მოექცა.

პარალელური დათვლის აუდიტის შედეგად სამი პარტიის მონაცემი შეიცვალა: "ქართული ოცნების" მაჩვენებელი 47.6% გახდა; თითქმის 1%-ით გაიზარდა "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი; სხვა ბარიერგადალახული პარტიების მონაცემები კი 0.1%-ის ფარგლებშია შეცვლილი.

დღის ამბები