29 ნოემბერი 2024,   02:51
ვრცლად
ის, ვინც გაჯიუტდება საკუთარ შეცდომებში დარჩება პარლამენტს გარეთ, ვინც თვალს გაუსწორებს სიმართლეს, შემოვა - შალვა პაპუაშვილი

"ქართული ცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უკეთესი იქნება, თუკი ოპოზიციის რადიკალური ფრთა პარლამენტში არ შევა.

მისი თქმით, ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი ქვეყნის დემოკრატიული სისტემის შემდგომი განვითარებისთვის.

"თუ ყველა იქნება კონსტრუქციული, შეთანხმება იქნება მიღწევადი, თუ რადიკალური ოპოზიცია არ იქნება კონსტრუქციული, ამ შემთხვევაში უკეთესად იქნება მიღწეული ჩვენი მიზანი, მიზანი არის ის, რომ ეს ნაწილი - რადიკალური ფრთა არ შემოვიდეს პარლამენტში და სხვა პარტიები შემოვიდნენ პარლამენტში. მგონი, ზუსტად ასე დალაგდება სურათი, რაც არის საუკეთესო გამოსავალი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემის შემდგომი განვითარებისთვის,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

"ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის გარეთ ის ოპოზიციური პარტიები დარჩებიან, რომლებიც საკუთარ შეცდომებში გაჯიუტდებიან. 

"ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია შეიძლება არ შემოვიდეს პარლამენტში, ეს არის საკუთარ შეცდომებში გაჯიუტება. ის, ვინც გაჯიუტდება ამ შეცდომებში და ეს რომ შეცდომები იყო, უკვე დადასტურდა, დარჩება გარეთ, ვინც თვალს გაუსწორებს სიმართლეს - შემოვა და შეასრულებს იმ ამოცანას და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას მიანიჭა მისმა ამომრჩეველმა. იმედია, ასეც მოხდება,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

დღის ამბები