29 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
ზურაბ ჯაფარიძემ საბედისწერო შეცდომა დაუშვა - იაგო ხვიჩია

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ორად გაყოფილი პარტიის შიდა დაპირისპირებაზე საუბრისგან თავს იკავებს. იაგო ხვიჩია "გირჩის" სამომავლო გეგმებსა და დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ზურაბ ჯაფარიძემ საბედისწერო შეცდომა დაუშვა. 

"არ მინდა საჯაროდ ზურაბ ჯაფარიძის კრიტიკა, მე ვერიდები ამას. მე მგონია, რომ ის ცდება, მან საბედისწერო შეცდომა დაუშვა ჩემი აზრით, ამ ყველაფერი. პროცესი გვაჩვენებს.

გირჩი 4 წლის წინ იყო პარლამენტში ვერშესული, გამოგდებული ადამიანების ერთობლიობა, რომელსაც ფული არ ჰქონდა და დასაშლელად იყო განწირული. ამ ერთობამ, ფაქტობრივად სამი ადამიანის ერთობამ, შესძლო ის, რომ 3% აიღო ფაქტობრივად, ფულის და დანახარჯების გარეშე ამ არჩევნებში. თუ ზურაბ ჯაფარიძე ამას თვლის წარუმატებლად, მე მგონია, რომ ეს არასწორია, თუ თვლის ამას მხოლოდ საკუთარ ღვაწლად, ასევე არასწორია," - ამბობს იაგო ხვიჩია. 

დღის ამბები