29 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
მოლაპარაკების გაგრძელებაზე გადაწყვეტილებას ფასილიტატორების პოზიციის გაგების შემდეგ მივიღებთ - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკების შემდეგი რაუნდის გამართვის თაობაზე ფასილიტატორი ელჩების პოზიციას დაელოდებიან და შემდეგ მიიებენ გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, მოლაპარაკების ჩაშლა "ნაციონალური მოზრაობისა" და "ევროპული საქართველოს" თვითმიზანი იყო. 

"ოპოზიციაში ყველა არ არის სააკაშვილის ნაირი, გვარამიას, ბოკერიას და უგულავასნაირი. არიან განსხვავებული პოლიტიკოსევბი და ისინი შემოვლენ პარლამენტში

ოპოზიციას თავისი გაყალბების კამპანია ჰქონფდა აგებული PVT-ზე და ეს მთლიანად გამოეცალათ ხელიდან. ახლა, როდესაც ისინი კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ არ უნდათ არც მოლაპარაკება არც საუბარი არფერზე, ეს მეტყველებს იმაზე, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ რამდენიმე დღის წინ - მათთვის მაგიდის აყირავება და მოლაპარაკების ჩაშლა იყო თვითმიზანი და ეს გააკეთეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ იცოდნენ ელჩების დამოკიდებულება ასეთ განვითარებასთან დაკავშირებით. არამარტო ანგარიში არ გაუწიეს, პირდაპირ დაესხნენ თავს ჩვენს მეგობარ ელჩებს, ეს იყო მიუღებელი და შემაშფოთებელი მოვლენა, კლასიკლური ნიმუში იმისა, თუ როგორ წარმოებს რბილი ძალით ანტიდასავლური კამპანია ამა თუ იმ ქვეყანაში. ეს მიუღებელია და ჩვენ ყოველთვის გვექნება უმკაცრესი რეაქცია რუსული საქმის მკეთებელი რადიკალური ოპოზიციის მიმართ ასეთი ანტიდასავლური პროპაგანდისა და ისტერიკის შემთხვევაში. 

რაც შეეხება მოლაპარაკებების გაგრძელებას, დაველოდებით ჩვენი ფასილიტატორების პოზიციას და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას ყველაფერთან დაკავშირებით. 
მოლაპარაკებას შლის რადიკალური ოპოზიციის ფრთა - სააკაშვილის და გვარამიას ფრთა და "ევროპული საქართველო", რომელიც მთლიანად რადიკალური ფრთისგან შედგება და არანაირი სხვა ფრთა არ არის. სააკაშვილი-გვარამია ერთ მხარეს და ბოკერია-უგულავა მეორე მხარეს. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, იქ არის ყველანაირი რესურსი,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები