29 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
პირდაპირ ჩანდა კობახიძის შუბლზე, რომ ISFED-თან გარიგება მიღწეული იყო - შალვა ნათელაშვილი 

ISFED -ის მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების დაზუსტებას, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე ეხმაურება. 

შალვა ნათელაშვილი ორგანიზაციას აკრიტიკებს და ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ საკუთარი რეალური სახე გამოაჩინა და ის სანდოს სახელით ვეღარ სარგებლობს. 

"შეიძლება ადამიანი გუშინ იყოს ანგელოზი და დღეს გახდეს მკვლელი. ეს არასამთავრობო შეიძლება გუშინ იყო სანდო და დღეს გამოაჩინოს თავის სახე, როგორც გამოაჩინა ISFED-მა. მაშინვე გაგვიჩნდა ეჭვი, რომ ასე დაჟინებით რატომ მოითხოვდნენ მაინცდამაინც ამ არასამთავრობოს მიერ მიღუბული შედეგების შედარებას მთლიანად არჩევნების ბალანსთან. ეჭვი მაშინვე გაგვიჩნდა და დიდი ინტელექტი ამ ეჭვის გაჩენას არ სჭირდებოდა, უკვე ჩანდა პირდაპირ კობახიძის შუბლზე, რომ გარიგება მიღწეული იყო რომ თუ მივცემდით თანხმობას და დაიწყებოდა გადათვლა, ისინი მიაახლოებდნენ ისე ჟვანიას დაწერილ მონაცემებთან, რომ 1%-იან განსხვავება არ დამჯდარიყო,“ - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

ISFED-ის განცხადებას ეხმაურება ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” აღმასრულებელი მდივანი, გოჩა თევდორაძე, რომელიც აცხადებს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ISFED-სგან ახალი განცხადების გაკეთება ვერ შეცვლის ვერაფერს.

"არჩევნების ტოტალურად გაყალბდა ხელისუფლება უნდა წავიდეს დათმობაზე და ქვეყანას ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანს მხოლოდ ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა. გაერკვნენ ჯერ რას ითხოვენ მოსახლეობისგან , მთელ საქართველოს უნდა მოუხადონ ბოდიში რომ 8 წელი ამ მდგომარეობაში გვამყოფეს და გვირგვინად დაგვადეს ის რომ არჩევნები გაგვიყალბეს ტოტალურად, თავიანთი მმართველობის მე-9 წელს,“ - აცხადებს გოჩა თევდორაძე.

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, საბა ბუაძე ამბობს, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებებში იმიტომ იღებს მონაწილეობას, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.

"ოპოზიცია ამ მოლაპარაკებებში არ შესულა ISFED-ის დასკვნის გამო, ოპოზიცია ამ მოლაპარაკებებს აწარმოებს იმიტომ რომ საქართველოში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ამას ადასტურებს არა ერთი წყარო. ამიტომაც, მოლაპარაკებების წარმოების პროცესისთვის, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან, მოცემულობა არ შეცვლილა,“ - აცხადებს საბა ბუაძე.  

 

დღის ამბები