29 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
ხაზარაძეს ვკითხე რა ხდება მეორე სცენარშითქო? მიპასუხა- ომია ძმაო და რაღაც იქნება - ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ვისაც ახლა რევოლუცია უნდა, მისი მოსისხლე მტერია.

"ყოველ ოპოზიციის შეკრებაზე "ლელოში" ჩხუბი გვქონდა ვეკითხებოდი სათითაოდ მათ, რა არის მეორე სცენარი?! მეორე სცენარი იყო- არავინ არ შევდივართ და ვდგავართ ქუჩაში, ერთ-ერთმა თქვა, რომ ხალხი გამოვა ქუჩაშიო, ვიკითხე, ანუ რევოლუცია გინდათქო? - კიო მიპასუხა ზოგმა. კარგი მეთქი ვუპასუხე და ვკითხე, ვთქვათ არ გამოვიდა რევოლუცია, მერე რა ხდებათქო? რადგან მე ვარ მტერი რევოლუციის და ყველას დავუპირისპირდები ამის გამო.

მოდის ოქტომბერი კალენდაულად, კონსტიტუციაში წერია, რომ ოქტომბერშია თვითმმართველობის არჩევნები, სადაც თამარ ჟვანიაა ცესკოს თავმჯდომარე და ისევ საზიზღარი კანონები გვაქვს, გავდივართ მეთქი ამ არჩევნებში?! და ბოკერიას პასუხი იყო, რომ - კი, გავდივართ ამ არჩევნებშიო, კიო!

ერთ-ერთ შეხვედრაზე მამუკა ხაზარაძეს ვკითხე: რა ხდება მეორე სცენარში მეთქი? პასუხი გინდათ გითხრათ?- ომია ძმაო და რაღაცა იქნება. ამ პასუხმა თავზარი დამცა, რა ომია? რისი ომია? ვინც ემზადება რევოლუციისთვის მე მისთვის ვარ მოსისხლე მტერი, ვინც არ უნდა იყოს.

მე  არ მინდა რევოლუცია, მინდა ქვეყანას ჰქონდეს კარგი არჩევნები,"-აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები