29 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
ოპოზიციამ ISFED-ის დასკვნაზე უნდა იმსჯელოს და ვფიქრობ, რაღაც ნაწილში შეიძლება დამოკიდებულება შეიცვალოს - არმაზ ახვლედიანი

"ევროპული საქართველოს" წევრი არმაზ ახვლედიანის თქმით,  ISFED-ის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ პარალელური დათვლის შედეგებით ოპოზიციური პარტიების მანდატების რაოდენობა არ იცვლება, ოპოზიციაში მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.

"ღამის კურიერის" კითხვაზე- მოახდენს თუ არა ეს დასკვნა გავლენას ოპოზიციის მოთხოვნაზე რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, არმაზ ახვლედიანი პასუხობს, რომ ეს დასკვნა ოპოზიციამ კომპეტენტურ პირებთან ერთად უნდა განიხილოს. 

ახვლედიანი არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციის დამოკიდებულება რიგი საკითხების მიმართ შეიძლება შეიცვალოს. 

"ეს დასკვნა განხილვის საგანი უნდა გახდეს, რადგან მნიშვნელოვანი დასკვნაა. უნდა განვიხილოთ იმ კუთხით, რა ნაწილში შეიძლება დავეთანხმოთ ან არ დავეთანხმოთ ამ დასკვნას. მე ამ ორგანიზაციის მიმართ ნდობა მაქვს, შეუძლებელია გუშინ ვენდობოდე და დღეს არა, მე ასე არ ვიქცევი.

ოპოზიციას მოუწევს ამ დასკვნაზე მსჯელობა და ვფიქრობ, რომ რაღაც ნაწილში შეიძლება დამოკიდებულება შეიცვალოს. პირველ რიგში, ISFED-ის დასკვნას უნდა მოვეკიდოთ სერიოზულად, ეს უნდა განვიხილოთ კომპეტენტურ სპეციალისტებთან ერთად,"-განაცხადა მან.

დღის ამბები