29 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
არ ვაპირებთ დავექვემდებაროთ შანტაჟს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" და უმანდატო, არჩევნებში წაგებული პოლიტიკოსების მიერ არის ნაკარნახევი - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" არ აპირებს იმ შანტაჟში მონაწილეობის მიღებას, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის და უმანდატო პოლიტიკოსების მიერ არის ნაკარნახევი.

"დღეს სამართლიანობა მოითხოვს ოპოზიციამ მოიხადოს ბოდიში, მათი მთავარი ტყუილის გამო, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა. ამის შემდეგ, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ჯანსაღ ოპოზიციასთან ვისაუბროთ და განვაგრძოთ დისკუსია პარლამენტში. 

ჩვენ ვიყავით მოლაპარაკების ოთხ რაუნდზე, შესაბამისად, არსად მისვლის პრობლემა ჩვენ არ გვაქვს. 

მინდა ყველა მოქალაქემ იცოდეს, რომ სიების ჩახსნა, არ ნიშნავს იმ დეპუტატების მანდატების გაუქმებას ვინც ზღვარი გადალახა, შესაბამისად, თუ მათ სურთ უნდა მოგვმართონ ანულირებასთან დაკავშირებით. ეს არის მათი სახე, როგორ ატყუებენ ყოველ ნაბიჯზე მოქალაქეებს და მანიპულირებენ. 

"ქართული ოცნება" რიგგარეშე არჩევნებს არ განიხილავს და არც განიხილავდა. ჩვენ არ ვაპირებთ ამ შანტაჟს დავექვემდებაროთ, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" და უმანდატო, არჩევნებში წაგებული პოლიტიკოსების მიერ არის ნაკარნახევი,"- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები