ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი რეჯეფ თაიფ ერდორანის მიერ ბაქოში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და თურქეთის პრეზიდენტს აზერბაიჯანის სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრაში ადანაშაულებს.
ირანული მედიის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხალხური სიმღერის ტექსტი წარმოთქვა, სადაც გამოთქმულია მწუხარება მდინარე არაქსის ხეობაში აზერბაიჯანელებით დასახლებული მიწების დაყოფაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ირანში თურქეთის ელჩი გამოიძახეს. თეირანი პროტესტს გამოთქვამს მსგავსი განცხადებების წინააღმდეგ და თურქეთის მთავრობას ახსნა-განმარტებას სთხოვს.
10 დეკემბერს თურქეთის პირველმა პირმა კავკასიის რეგიონში ექვსეულის პლატფორმის შექმნის შესახებ განაცხადა, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, საქართველოს, ირანისა და სომხეთის მონაწილეობა განიხილება, თუმცა რეჯებ ტაიფ ერდოღანის მიერ ირანისთვის მიუღებელი შინაარსის განცხადების გაკეთებამ შესაძლოა ექვსეულის კავშირის იდეა ჩაშალოს.