29 ნოემბერი 2024,   02:53
ვრცლად
ცუდი რამ ხდება, კიდევ ერთხელ დაემთხვა საოკუპაციო ძალის და მიხეილ სააკაშვილის პოზიციები ერთმანეთს - გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატის, გიორგი ვოლსკის თქმით, ოპოზიციური ძალის პარლამენტში არშესვლა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის საკმაოდ ცუდ ვითარებას ქმნის, მაშინ როცა ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს სახით რეგიონში სტაბილური პარტნიორის შენარჩუნებას ცდილობენ.  

"ჩვენ თვალწინ რა პროცესებიც ხდება, არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ეს ეხება მსოფლიოს და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში ძალთა გადანაწილების მიმდინარე პროცესს, რასაც ჩვენი პარტნიორები კავკასიაში ცდილობენ. ცდილობენ საქართველო იმ პლატფორმად შეინარჩუნონ, სადაც სტაბილურობაა და სადაც მათ ეგულებათ სტაბილური პარტნიორი. აქედან გამომდინარე, რეალურად ცუდი რამ ხდება, კიდევ ერთხელ დაემთხვა საოკუპაციო ძალის და სააკაშვილის პოზიციები. დესტაბილიზაციაა საქართველოში. 

ვირტუალურად წარმოვიდგინოთ სასწორი, სადაც ერთ მხარეს არის დემოკრატიული სახელმწიფოსთვის არასახარბიელო მდგომარეობა და ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალა არ შედის პარლამენტში. სასწორის მეორე მხარეს კი არის რეალურად ბიუჯეტის რეალიზაცია და სტრატეგიული ამოცანები, რათა სოციალური პაკეტი არ შემსუბუქდეს, სტრუქტურები არ ჩამოიშალოს და ნიჰილიზმი და ქაოსი არ გამეფდეს ქვეყანაში,"- აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ "დღის კურიერის" ეთერში საუბრისას.

დღის ამბები