29 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
საქართველო ერთადერთი დემოკრატიაა რეგიონში, რომელიც აშშ-სთვის მნიშვნელოვანი დასაყრდენია - მაიკლ რუბინი

აშშ-ს "წამოწყებათა ინსტიტუტის" მკვლევარი მაიკლ რუბინი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ კავკასიის რეგიონში შეერთებული შტატების წინა ორმა მმართველმა ძალამ ინტერესები შეამცირა, რამაც შედეგად რუსეთის აგრესიული პოლიტიკური მისწრაფებების განვითარებას ხელი შეუწყო.

აშშ-ის "წამოწყებათა ინსტიტუტის" მკვლევარი ფიქრობს რომ, ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა კავკასიის რეგიონში საკუთარი ინტერესები უნდა გაზარდოს, რათა მოხდეს რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების განეიტრალება. მაიკლ რუბინი ყურადღებას ამახვილებს, ამერიკელი და ევროპელი დამოუკიდებელი ექსპერტების პროგნოზზე, რომლის მიხედვითაც, საჭიროა ალიანსი მოერგოს გეოპოლიტიკურ გარემოს, რომელსაც რუსეთისა და ჩინეთის გაზრდილი როლი და მათი მხრიდან მომავალი საფრთხეები ქმნის.

"მე არ ვიცი კონკრეტულად რაზე ისაუბრა სახელმწიფო მდივანმა საქართველოში, თუმცა ფაქტია, რომ საქართველო ერთადერთი დემოკრატიაა რეგიონში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი დასაყრდენია. ამერიკის შეერთებული შტატები წლებია მხარს უჭერს საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას და ეს პოზიცია ამერიკის ყველა პრეზიდენტს აქვს დაფიქსირებული. როგორც ბუშს, ასევე ობამას, ტრამპს, ჯო ბაიდენს. ასე რომ შეიძლება მაიკ პომპეომ საქრართველოს მისცა გარკვეული გაანტიები, რათა მოხდეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გაგრძელება," - აცხადებს მაიკლ რუბინი.

დღის ამბები