29 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
საქალაქო სასამართლო ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე უკვე 10 საათია მსჯელობს 

უკვე თითქმის 10 საათია საქალაქო სასამართლო ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე მსჯელობს. მოსამართლემ თავდაპირველად არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა, რომელიც დარბაზის ნაცვლად, სხდომის ონლაინ რეჟიმში გამართვას ითხოვდა. თუმცა საბოლოოდ, იქიდან გამომდინარე, რომ დისტანციურად წარმართულ სასამართლო სხდომას ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა, ბრალდებულები სასამართლოში დღეს მაინც მიიყვანეს.

დაცვის მხარემ დღეს რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა. მათ შორის მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით, თუმცა მათი ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 

გარდა ამისა, დაცვის მხარე პროკურორის საქმიდან ჩამოცილებას ითხოვდა. მოსამართლე რამდენიმე წუთის წინ გავიდა სათათბიროდ.

სხდომის დაწყებამდე საქალაქო სასამართლოს ეზოში დაკავებულების ოჯახის წევრები და პოლიტიკოსების ნაწილი შეიკრიბა. ადგილზე იმყოფებოდა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი, ელენე ხოშტარია. მას სასამართლოს  ეზოში სტიკერების გაკვრა სურდა, თუმცა პოლიციამ მას ამის საშუალება არ მისცა.

ერთ-ერთი დაკავებულის, აკაკი კობალაძის მეუღლე ამბობს, რომ ის უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

"ისინი არიან უსამართლო პატიმრები, რომლებსაც კობახიძემ გუშინ ბრიფინგზე და სხვა პარტიულმა სახეებმა შეუფარდეს პატიმრობა. ჩვეულებრივ ბრალდებულებად აღიარეს, ჯერ კიდევ არ იცოდნენ საქმის არსი. დღეს ამ გადმოსახედიდან, როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს ვხედავთ, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი შეფასდეს?“ - ამბობს აკაკი კობალაძის მეუღლე, სოფო სოსელია. 

დღის ამბები