29 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
ახალი პლატფორმა რეგიონის ექვსი ქვეყნის მონაწილეობით - აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტები ინიციატივით გამოდიან

აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტები რეგიონის ქვეყნების მონაწილეობით ახალი პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოდიან. ამის შესახებ განცხადებები ალიევისა და ერდოღანის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთდა.

საუბარია: თურქეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის, რუსეთის და ირანის ერთობლივ პლატფორმაზე.

ილჰამ ალიევის თქმით, ამ დროისთვის არსებობს თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოს, აზერბაიჯან-ირან-რუსეთისა და თურქეთ-რუსეთ-ირანის თანამშრომლობის ფორმატები.

"ჩვენ შეგვიძლია, ყველა ეს პლატფორმა წარმოვიდგინოთ ერთიან პლატფორმად. თუ სომხეთის ხელისუფლებამ ომიდან სწორი დასკვნა გამოიტანა, უარს იტყვის უსაფუძვლო პრეტენზიებზე და მომავლისკენ გაიხედავს. ამ შემთხვევაში, მათაც ექნებათ საშუალება, საკუთარი ადგილი დაიკავონ პლატფორმაში. ჩვენ ამისთვის ღია ვართ," – განაცხადა ალიევმა.

განცხადება ასევე გააკეთა თურქეთის პრეზიდენტმაც. ერდოღანი ახალი პლატფორმის შექმნის იდეას მიესალმება.

"ჩვენ შეგვიძლია, ჩამოვაყალიბოთ პლატფორმა, რომელშიც მონაწილეობა შეუძლია რეგიონის ექვს ქვეყანას. რა თქმა უნდა, რეგიონული მშვიდობა მოიტანს ბევრ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას პოლიტიკის, ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების კუთხით," – განაცხადა ერდოღანმა.

დღის ამბები