29 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
მინუს 50 მანდატი - საიუბილეო მე-10 მოწვევის პარლამენტი მუშაობას ხვალ ბოიკოტის რეჟიმში იწყებს

"ოცნება" მარტო პარლამენტის პირველ სხდომაზე და ოპოზიციის 5 სუბიექტი ქუჩაში სიის განულებაზე - ეს არის ხვალინდელი დღის წესრიგი.

საიუბილეო მე-10 მოწვევის პარლამენტი მუშაობას ხვალ ბოიკოტის რეჟიმში იწყებს.

ჯერ არ აღებული მანდატების დახევა ხვალ სიმბოლური აქტია, რომელსაც ოპოზიცია პარლამენტის პირველ სხდომას ამთხვევს. წინ არის კანონით გათვალისწინებული პროცედურები, რომლებიც სიების ჩახსნას არა მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან მოითხოვს. მე-9 მოწვევის დეპუტატებმა, რომლებიც ახალი არჩევნებით კვლავ მოხვდნენ პარლამენტში, ინდივიდუალურადაც უნდა თქვან უარი ახალ მანდატზე.

მინუს 50 მანდატი, საიდანაც 36 "ნაციონალური მოძრაობისაა". ხვალ მათ გარდა პარლამენტარობაზე უარს იტყვის "ევროპული საქართველოს", "ლელოს" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ოთხ-ოთხი დეპუტატი და ერთი ლეიბორისტი. ამასთან, მათი დიდი უმრავლესობა აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებზე მაინც მიდის.

ოპოზიციის დიდი ნაწილის გაცხადებულ ბოიკოტს დღეს მმართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ. "ქართული ოცნების" ლიდერები კვლავ იმედს გამოთქვამენ, რომ საპარლამენტო საქმიანობაზე უარს ბევრი პარტია და პოლიტიკოსი არ იტყვის. "ოცნებაში" სიების ანულირებისა და მანდატების დათმობის საკითხის გამიჯვნას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. მათი თქმით, მოლაპარაკებები გრძელდება და ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა ნაწილი გარკვეული პოლიტიკოსების რადიკალურ რიტორიკას არ გაიზიარებენ.

დღის ამბები