29 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
"შავი პარასკევის" შედეგის გამეორების საფრთხე - არ არის გამორიცხული საახალწლოდ დაანონსებული რეგულაციების გაუქმება არ მოხდეს

შეზღუდვების დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ, ჩატარებული ტესტების რაოდენობის მიუხედავად, გამოვლენის მაჩვენებელი არ იზრდება. სპეციალისტები პოზიტიურ დინამიკაზე საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ რეგულაციების გადახედვა არ იგეგმება. 

მიუხედავად პოზიტიური დინამიკისა, საქართველო იმ 6 ქვეყანას შორის პირველია, სადაც მძიმე ეპიდსიტუაციაა და მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. დაავადებათა კონტროლში ამბობენ, რომ ასეთი შედეგები მოსალოდნელი იყო. ამირან გამყრელიძემ დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა რეგულაციების უგულებელყოფაზე და საპროტესტო აქციებიც გაიხსენა.

არ არის გამორიცხული, საახალწლოდ დაანონსებული ორკვირიანი რეგულაციების გაუქმება არ მოხდეს. საკითხზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეპიდანალიზის გარეშე გადაწყვეტილებები მიღებული არ იქნება. 

დღის ამბები