29 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
პარტიები, რომლებსაც სურდათ რევოლუციური სცენარით გაგრძელებულიყო პოლიტიკური ცხოვრება, მიზნად დიალოგის ჩაშლას ისახავდნენ - ლევან ბოძაშვილი

ოპოზიციის გარკვეული წევრების განცხადებას, რომ თავად ოპოზიციურ სპექტრში არსებობენ ისეთი ძალები, რომლებსაც ხელისუფლებასთან დიალოგის შედეგიანად დასრულება არ სურთ, "დღის კურიერის" ეთერში ლევან ბოძაშვილი გამოეხმაურა.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე მიიჩნევს, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიები, რომელთა დღის წესრიგსაც მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარება წარმოადგენდა, თავისი ქმედებებით ირიბად ცდილობდნენ დიალოგის ჩაშლას

"ეს აშკარაა და ფორმატი, რომელიც მიმდინარეობს არ წარმოადგენს რევოლუციური სცენარის ნაწილს და შესაბამისად, ის პარტიები, რომლისთვისაც მთლიანად ძალაუფლების მოპოვებაა პოლიტიკური მიზანი და არა რაღაც საკითხებზე შეთანხმება, ბუნებრივია ისინი ამ დიალოგის ასეთი კონსტრუქციული შედეგის მომხრეები ვერ იქნებოდნენ და ეს თავიდანვე ცხადი იყო. ამიტომ გარკვეული პარტიები, რომლებსაც სურდათ რევოლუციური სცენარით გაგრძელებულიყო პოლიტიკური ცხოვრება, ბუნებრივია ამ მიზანს ისახავდნენ. შეტევა აშშ-ის ელჩზე, ევროკავშირის საელჩოზე, პარტნიორებზე, როგორც მათი ფასილიტატორული ფუნქციის დაკნინება, უკვე ნათელი იყო რომ ირიბად დიალოგის ჩაშლასთან იყო დაკავშირებული," - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

დღის ამბები