29 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
ირაკლი კობახიძის განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ორგანიზაციის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად - ISFED

"სამართლიანი არჩევნები" გამოეხმაურა 2020 წლის 9 დეკემბერს, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ხმების პარალელური დათვლის შესახებ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ორგანიზაციის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

"სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება, ერთი მხრივ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ორგანიზაციის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და, მეორე მხრივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი და უფრო პრობლემური საკითხებიდან ყურადღების გადატანის მცდელობას ემსახურება.

"სამართლიანმა არჩევნებმა" ჩაატარა ხმების პარალელური დათვლის (PVT) მრავალშრიანი აუდიტი და დაიწყო შუალედური ანგარიშის მომზადება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია როგორც PVT-ს აუდიტის შედეგების, ისე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ძირითადი მიგნებების შესახებ.

შუალედური ანგარიში უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება,"-ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები