29 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
ჯერ არ გვაქვს მიღებული "შავი პარასკევის" ეფექტი, შედეგებს ჩვენ ჯერ კიდევ მოვიმკით - ეკატერინე ტიკარაძე 

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ როდის და როგორ მოიხსნება კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები.

მინისტრი ამბობს, რომ "შავი პარასკევის" შედეგები ჯერ ქვეყანას არ მოუმკია.

"ანალიზის გაკეთება მნიშვნელოვანია ორი კვირის შემდეგ, თუ რა შედეგებს მივიღებთ. ჩვენ ჯერ არ გვაქვს მიღებული "შავი პარასკევის" ეფექტი, რომელიც იცით, თუ რამდენად დრამატულად იყო ასახული და ამის შედეგებს ჩვენ ჯერ კიდევ მოვიმკით. აქედან გამომდინარე, ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ როგორი იქნებ შეზღუდვების მოხსნა, ვინაიდან ჯერჯერობით ვსაჭიროებთ იმას, რომ ეპიდემიოლოგებმა გააანალიზონ ის მომდევნო ტალღა, რომელიც შესაძლოა მოსალოდნელი იყოს ჯერ კიდევ,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

დღის ამბები