ესპანეთში ძლიერი ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. დაშავებულებს შორის 3 კრიტიკულ მდგომარეობაშია. ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მიტოვებულ შენობაში არალეგალურად მცხოვრები მიგრანტები იმყოფებოდნენ. რა გახდა ხანძრის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.