29 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
"შეუძლებელია ექსპრეზიდენტის დაკავება, გაჩხრეკა და დაკითხვა" - რუსეთის დუმის ქვედა პალატამ მხარი ახალ კანონს დაუჭირა

რუსეთში პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ყოფილ პრეზიდენტებს იმუნიტეტს მთელი ცხოვრების განმავლობაში ანიჭებს.

ახალი კანონის მიხედვით, ყოფილი პრეზიდენტის გასამართლება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძებელი, თუ პარლამენტი იმუნიტეტს ჩამოართმევს ქვეყნის ღალატის ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო. შემდეგ, ეს ბრალდება უზენაესმა და საკონსტიტუციო სასამართლოებმა უნდა დაამტკიცონ, ფედერალურმა საბჭომ კი კენჭი უნდა უყაროს იმუნიტეტის ჩამორთმევას.

კანონში დაკონკრეტებულია, რომ შეუძლებელია ექსპრეზიდენტის დაკავება, გაჩხრეკა და დაკითხვა.

კანონს ძალაში შესვლამდე მხარი პარლამენტის ზედა პალატამ უნდა დაუჭიროს.

დღის ამბები