სომხეთის დედაქალაქ ერევანში მომიტინგეების ნაწილი მთავრობის შენობაში შეჭრას ცდილობს, რის საშუალებასაც მათ შენობასთან მობილიზებული სამართალდამცავები არ აძლევენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.
სომხეთის პრემიერ მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მზადყოფნას გამოთქვამს, ოპოზიციას შეხვდეს და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბროს, თუმცა, ყოველგვარი მუქარისა და წინაპირობების სანაცვლოდ.
სომხეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანს ტერიტორიები გადასცა.