29 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
გარწმუნებთ რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციური პარტიები წარმოდგელი იქნებიან - ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მე-10 მოწვევის პარლამენტში ოპოზიცია წარმოდგენილი იქნება:

"ჩვენ გამოვთქვით გუშინდელ ბრიფინგზე, რომ გაგვეგრძელებინა მოლაპარაკებები და მოლაპარაკებებთან არ იყო კავშირში ის საკითხები, რომელიც ჩვენ წამოვწიეთ ბრიფინგზე, ჩვენ კვლავაც ვართ მზად, რომ წამოვწიოთ ის ინიციატივები, რომელიც იყო გაჟღერებული.

რაც შეეხება ხვალინდელ სხდომას, ოპოზიციური პარტიების გადასაწყვეტია მიიღებენ თუ არა ისინი მონაწილეობას ხვალინდელ სხდომაში. ჩვენ მიჩვეული ვართ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტს, ხვალინდელ სხდომას რაც შეეხება, ვერ გეტყვით ვინ მიიღებს და ვინ არა მონაწილეობას, მაგრამ გარწმუნებთ რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში წარმოდგენილი იქნებიან ოპოზიციური პარტიები, დაველოდოთ და ვნახავთ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები