29 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
სიის გამოწვევა და მანდატებზე უარის თქმა არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ "ქართულ ოცნებასთან" დიალოგზე - ბადრი ჯაფარიძე

"ლელო" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით, ის, რომ პარტიამ გამოიწვია სია და უარი თქვა მანდატებზე, არ ნიშნავს, რომ უარს ამბობენ "ქართულ ოცნებასთან" დიალოგზე.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, დიალოგი გაგრძელდება, რათა ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე შეთანხმება მოხდეს.

"ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვამბობთ უარს დიალოგზე „ქართულ ოცნებასთან“. დიალოგს ჩვენ გავაგრძელებთ, რათა შევთანხმდეთ ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე, რადგან ჩვენ უნდა განვმუხტოთ პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში. პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ იმ შემთხვევაში განიმუხტება, თუ შევჯერდებით ვადამდელ არჩევნებზე, ახალი არჩევნების ჩატარების სისტემაზე და ახალ ადმინისტრაციაზე, რომლის კონტროლითაც უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

ცნობისთვის, "ლელო საქართველოსთვის" საკუთარ საპარლამენტო სიას პარლამენტიდან ხვალვე გამოიწვევს. 

 

დღის ამბები