29 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
მამუკა მდინარაძის თქმით, "ქართული ოცნების" დღევანდელ შეთავაზებაზე ელჩებთან საუბარი არ ყოფილა

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველაზე მთავარი კითხვა არის გაყალბდა თუ არა არჩევნები და სწორედ ამისთვის სთავაზობს ის ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნას. მამუკა მდინარაძე "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ოპოზიცია არ იღებს მმართველი პარტიის წინადადებას იმიტომ, რომ იცის, არანაირი გადაცდომა 1%-ითაც კი არ იქნება. მისივე თქმით, ამ საკითხზე, ჯერჯერობით, ელჩებთან არ უსაუბრიათ.

"ყველაზე მთავარი „გაყალბდა თუ არა“ ეს კითხვა ხომ არის? ნაწილს სჯერა რომ გაყალბდა, ნაწილს სჯერა რომ არ გაყალბდა, ზოგი ჩვენ გვიჯერებს, ზოგი ბოკერიასა და სააკაშვილს უჯერებს და ა.შ.

ამას პასუხი ხომ უნდა გაეცეს?! ჩვენ არ ვაპირებთ, რომ პარლამენტში, ვინმე შემოვა-არ შემოვა, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტმა ისე იმუშაოს, რომ ეს კითხვა დარჩეს პასუხგაუცემელი და ეს გადაწყვეტილება კონტექსტში უფრო მთავარ გადაწყვეტილებასთან ერთად და ოპოზიციურ მედიებზე რომ ვსაუბრობდით, პარტიულ ტელევიზიებში იყო მთავარი ნარატივი - მუქარა. სხვა წინადადებებიდან ამოიკითხეს მუქარა.

მთავარი არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ეუბნება საზოგადოებას, უცხოელ პარტნიორებს, ოპოზიციას, რომ ჩვენ მზად ვართ მოვიწვიოთ პარლამენტში ოპოზიციონერები, ვუთხრათ მათ, რომ მათთან ერთად გავაკეთოთ ყველამ ერთად კომისია და თუ 1% იქნება ჩვენს სასარგებლოდ გადახარა, მოპარული იქნება ხმების რაღაც რაოდენობა, ან გაყალბება იქნება, ან ისეთი დარღვევა იქნება, გაყალბებაზე საუბარი ხომ ზედმეტია, რომელიც 1%-ით შეცვლის ჩვენს მონაცემს, ჩვენ მივდივართ რიგგარეშე არჩევნებზე. ეს არის მთავარი, შეიძლება დანარჩენი არის შედარებით მეორეხარისხოვანი.

ეს უნდა დაადგინოს კომისიამ მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლების ჩართულობით, მაგრამ არ უნდათ ეს, იცით რატომ? მთავარი აქ არის ის, რომ მათ ჩვენზე არანაკლებ კარგად იციან, რომ 1%-იანი ცდომილებაც იქ არ დაფიქსირებულა.

არ მომხდარა ასეთი განცხადების გაკეთება ელჩებთან, ჩვენ ვსაუბრობდით ყველა შესაძლო ვარიანტზე. იქ დეტალებზე საუბარი როდესაც მიდის, იმ დეტალების გამოტანამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ამ საბოლოოდ გასაფორმებელი ხელშეკრულების პერსპექტივებს. ძალიან მნიშვნელოვან თემებზე მიდის იქ საუბარი," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები