29 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
არჩევნები არ გაყალბებულა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ არ მივიდოდით დღეს ამ გადაწყვეტილებამდე - მამუკა მდინარაძე

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე მმართველი გუნდის მხრიდან ოპოზიციის მისამართით გაჟღერებულ ინიციატივასთან დაკავშირებით საუბრობს. , მამუკა მდინარაძე განმარტავს, რომ  საკითხთან დაკავშირებით გუნდის შიგნით განხილვა გაიმართა. 

საუბარია გუშინ, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ მმართველ გუნდი შეეცდებოდა დეპუტატებისთვის, რომლებიც მოითხოვდნენ მანდატის შეჩერებას, ეს პროცედურები გაეხანგრძლივებინა და ხელი შეეშალა ამისთვის.

"ბევრი ვიმსჯელეთ ამასთან დაკავშირებით, მართლაც არის კონსტიტუციაში ბერკეტი იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ასეთი საბოტაჟის ნიშნები იქნება, უბრალოდ პარლამენტის წევრებმა თავისი უფლებამოსილება გამოიყენონ, თუ ეს პარლამენტის წევრების რაოდენობა აღემატება 76-ს, უბრალოდ არ მისცეს ხმა უფლებამოსილების შეწყვეტას და ეს იქნებოდა შანტაჟის წინააღმდეგ მიმართული მოქმედება და ეს კონსტიტიტუციური ერთ-ერთი უფლებაა, მათ შორის, დეპუტატის,“ - ამბობს მამუკა მდინარაძე.

უმრავლესობის ლიდერი დარწმუნებულია, რო არჩევნების შედეგები არ გაყალბებულა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ირაკლი კობახიძის მხრიდან დღეს აღნიშნული ინიციატივა არ გაჟღერდებოდა და  ასე თამამად ამ გადაწყვეტილებამდე არ მივიდოდნენ.

"დარწმუნებული ვარ ძალიან ღრმად, რომ არჩევნების შედეგები არ გაყალბებულა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ არ მივიდოდით დღეს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ასე თამამად გვეთქვა და თან იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი, მაგალითად, გიგა ბოკერია ამტკიცებდა რომ მინიუმ 10%-ით გაყალბდა არჩევნები, ზოგი 7-ს ამბობს და ა.შ. ჩვენ ვთქვით, მიუხედავად ამ რიტორიკისა, 1% თუ მაინც ნახეს სადმე მოპარული ხმა "ქართული ოცნების" სასრგებლოდ, ჩვენ წითელი ხაზის იქით გადავალთ, ჩვენ ხომ ვამბობთ, რო წითელი ხაზი ამომრჩევლის  ნების გადახედვაა,  ამასაც კი გავაკეთებთ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძე ამბობს, რომ  ამის შემდეგ, სხვა პარტიები კიდევ უფრო კარგად დაფიქრდებიან, სწორია თუ არა მათი მხრიდან გადაგმული ნაბიჯები. 

"შანსი ყველაფრის იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ უფრო კარგად დაფიქრდება ყველა, ეს ნაბიჯი მათი მხრიდან სწორია, თუ არა. ის ყალბი მოცემულობა, რომ თითქოს საქართველოში არჩევნები გაყალბდა, უნდა გამოიყენონ თუ არა შანტაჟისთვის, ხელისუფლების დაშანტაჟებისთვის." - ამბობს მდინარაძე. 

დღის ამბები