29 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
მთავარია, ზოგზოგიერთებს სხვა ფულზე არ ჰქონდეთ ხელი მოკიდებული, რომელსაც კერძო ფული ჰქვია - თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ბიუჯეტის ფული სწორედ იმიტომ არის გამოყოფილი, რომ  ოპოზიციურმა პარტიებმა გარეთ იარსებონ. განცხადება ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა "ღამის კურიერის" ეთერში გააკეთა. 

"ფულის აღება ბიუჯეტიდან და პარლამენტის სარგებლის აღებას შორის დიდი სხვაობაა. მთავარია, ზოგ ზოგიერთებს სხვა ფულზე არ ჰქონდეთ ხელი მოკიდებული, რომელსაც კერძო ფული ჰქვია. ბიუჯეტის ფული იმიტომ არის გამოყოფილი, რომ იარსებონ გარეთ ოპოზიციურმა პარტიებმა და არ აქვთ ვალდებულება ოპოზიციურ პარტიებს, რომ გაყალბებულ პარლამენტში იარსებონ მხოლოდ. მე მინდა მანდატი იმისთვის, რომ ამ მანდატმა სარგებელი მოუტანოს ჩემს ხალხს გარეთ,“ - ამბობს თაკო ჩარკვიანი. 

დღის ამბები