29 ნოემბერი 2024,   02:50
ვრცლად
ახალი პოლიტიკური ცენტრის იდეა ქართულ პოლიტიკაში - "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი მესამე ძალის შექმნას აანონსებს

ახალი პოლიტიკური ცენტრის იდეა ქართულ პოლიტიკაში - "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი მესამე და ახალი ძალის შექმნას აანონსებს.

იდეა პირველად გიორგი ვაშაძემ "ღამის კურიერის" ეთერში გააჟღერა და თქვა, რომ ბრძოლის გაგრძელებას კვლავ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ აპირებს, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე.

გიორგი ვაშაძის მიზანია შექმნას ისეთი პოლიტიკური პლატფორმა, რომელიც იქნება მესამე მძლავრი ცენტრი პოლიტიკაში და ეტაპობრივად გახდება პირველი. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი მიიჩნევს, რომ აუცილებელია იმ ძალების კონსოლიდაცია, რომლებიც არც "ქართულ ოცნებას" და არც "ნაციონალურ მოძრაობას" არ განეკუთვნებიან.

ვაშაძის ახალ ინიციატივას დღეს გამოხმაურებები მოჰყვა როგორც ოპოზიციისგან, ასევე მმართველი გუნდისგან.

ოპონენტები ერთიანობის აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა ამ ეტაპზე მათთვის პრიორიტეტული ოპოზიციის ერთობაა.

დღის ამბები