29 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
ხვალ გვექნება პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებებს მივიღებთ - გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძის შეთავაზებებთან დაკავშირებით

ირაკლი კობახიძის შეთავაზებებთან დაკავშირებით ოპოზიცია საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს, ამის შესაზებ "ლელოს"ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

"ველოდებით დიპლომატებისგან შეხმიანებას, როდის გაიმართება. დღეს ძალიან დაამძიმა ფონი ბატონი კობახიძის განცხადებამ ამ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ხანგრძლივი მსჯელობა გვქონდა. იყო მის განცხადებაში რაღაც შემოთავაზებები გადათვლებთან და სხვადასხვა პროცედურასთან დაკავშირებით.

ყველა პროცედურა დღეს ვნახეთ, ხვალ გვექნება პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებებს მივიღებთ და გაგაცნობთ როგორ და რანაირად მივიღებთ ამ პროცესში მონაწილეობას. სავარაუდოდ, იმ პროცესს შევუერთდებით, რაც არის, თუმცა, თუ განსხვავებული პოზიცია გვექნება, ამასაც გაცნობებთ აუცილებლად.

ამ შემოთავაზებაზე საერთოდ რომ გვემსჯელა, იმდენი სხვა საკითხი იყო ამ განცხადებაში წამოწეული, რომ ვერ მივედით ამ შემოთავაზებამდე, ეს არის მთავარი პრობლემა," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები