29 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
ალეკო ელისაშვილი ცდილობს "გააპრავოს" თავისი სურვილი, მოხვდეს პარლამენტში - ირმა ნადირაშვილი

ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ "ევროპული საქართველოს“ მისამართით დღეს აზრს მოკლებული და აბსურდული ბრალდებები ისმოდა.  "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილი საკუთარი განცხადებებით, მისი პარლამენტში მოხვედრის სურვილს "აპრავებს". 

"ალეკო ელისაშვილი ცდილობს, რომ გააპრავოს თავისი სურვილი, მოხვდეს პარლამენტში და ამისთვის მან ამოირჩია "ევროპული საქართველო" და დღეს აბსოლუტურად უაზრო და ბრიყვული ბრალდებები ისმოდა ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მისამართით. ეს არის რიტორიკა, რომელსაც იყენებს ირაკლი კობახიძე, იყენებს ბიძინა ივანიშვილი და ალეკო ელისაშვილი. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მცდელობა "გაპრავების" პარლამენტში შესვლის, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ალეკო ელისაშვილის მსგავს ადამიანსაც კი, ირაკლი კობახიძის დღევანდელი ბრიფინგის შემდეგ ძალიან გაუჭირდება ამ გადაწყვეტილების მიღება, ამ იმედს ვიტოვებთ, თუმცა ვთვლით, რომ ელისაშვილის შესვლა პარლამენტში არ ნიშნავს არც ამ არჩევნების აღიარებას, არც მრავალპარტიულ პარლამენტს, ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა ვერ თქვა რაღაც წინადადებებზე უარი, მე არ ვიცი რა წინადადება ეს შეიძლებოდა ყოფილიყო და რამ შეიძლება დღეს გიბიძგოს, რომ ბიძინა ივანიშვილს შეუერთდე ამ გაყალბებული არჩევნების აღიარებაში,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. 

დღის ამბები