29 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
თელავის ცენტრში სამოქალაქო აქტივისტებმა მეორე კარავი გაშალეს

თელავში მიმდინარე სამოქალაქო აქტივისტების პროტესტს აქტივისტები თბილისიდან შეუერთდნენ და თეატრის წინ მეორე კარავი გაშალეს. ისინი ღამის გათენებას ქუჩაში აპირებენ. მათი თქმით, კომენდანტის საათის დადგომის შემდეგაც არ დაიშლებიან და პროტესტს გააგრძელებენ, ვიდრე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება და მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები მოქალაქეებს გვერდით დგომისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, მეხუთე დღეა თელავის თეატრის წინ, დედაქალაქიდან ჩასულ ორ სამოქალაქო აქტივისტს კარავი აქვთ გაშლილი. გუშინ კი მათ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბოტკოველიც შეუერთდა.

დღის ამბები