29 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ის პროცესი ფინანსდებოდეს, რომელიც აუცილებელია დემოკრატიის უზრუნველსაყოფად - მიხეილ სარჯველაძე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მმართველი გუნდის მტკიცე გადაწყვეტილებაა, თუ ოპოზიციური პარტია საპარალმენტო ცხოვრებაში მონაწილეობაზე უარს იტყვის, მას ბიუჯეტიდან დაფინანსება უნდა შეუწყდეს. 

"პირველივე დღეებიდან, როგორც კი გაცხადდა, რომ ოპოზიციას აქვს პრეტენზიები, რომ მათი მიღებული ხმები მათ მოლოდინს არ შეესაბამებოდა და ისინი არ არ აპირებენ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას, იმთავითვე განვაცხადეთ ჩვენი მოსაზრება, რომ თუკი არ იარსებებს დაფინანსები ნიადაგი, ასეთ შემთხვევაში აუცილებელი გახდება კანონმდებლობის გადახედვა და შესაბამისად, ის ოპოზიციური პარტია, რომელიც არ მიიღებს მონაწილეობა, პარლამენტში მისი ფუნქციების შესრულებაში, ბუნებრივია ის არ უნდა ღებულებდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას,"-განაცხადა "დღის კურიერშ" მიხეილ სარჯველაძემ.

მისი განმარტებით, დაფინანსების მთავარი ინსტრუმენტი არის ის, რომ პარტია დაფინანსებას საპარლამენტო საქმიანობისთვის ღებულობდა.

"მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ის პროცესი ფინანსდებოდეს, რომელიც აუცილებელია დემოკრატიის უზრუნველსაყოფად. ამ შემთხვევაში ლოგიკა დაიკარგება, რომელიც აქვს კანონმდებლობას და ეს ნამდვილად არ ყოფილა დღეს მოქმედი კანონი გთვლილი მსგავს შემთხვევაზე, რომელიც დღეს გვაქვს. ამდენად, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ლოგიკურია, დაფინანსების ეს მოდელი გადახედვას დაექვემდებაროს, ეს უკვე ითქვა და დღეს გაცხადდა, რომ ეს არის მტკიცე გადაწყვეტილება,"-აცხადებს სარჯველაძე. 

დღის ამბები