29 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
ოპოზიციურ ერთობაზე ჯვარი კი არ მაქვს დაწერილი - ლევან იოსელიანის თქმით, შეთანხმების შემთხვევაში პარლამენტში შევა

პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, მაშინ ისინი პარლამენტში შევლენ.- ამის შესახებ მან "დღის კურიერში" განაცხადა. 

"ჩვენ თუ დავრწმუნებით, რომ ეს შეთანხმება ამ ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რა თქმა უნდა, შევალთ პარლამენტში. აბა პოლიტიკაში რისთვის ვართ, ბოკერიასთან ერთად ქუჩაში ვიდგეთ? არა, იმისთვის, რომ ამ ქვეყნისთვის თუ მივაღწევთ რაღაც უკეთესს, რა თქმა უნდა, შევალთ პარლამენტში."- განაცხადა იოსელიანმა. 

მისი თქმით, მოლაპარაკებების რესურსი არსებობს. 

"არსებობს მოლაპარაკების რესურსი. წითელ ხაზები, რომელიც ითქვა მათგან და რომელიც ითქვა ჩვეგან, ეს წითელი ხააზები არ არის უკვე წითელი ხაზები, იმიტომ რომ არსებობს შესაძლებლობა, რომ დაახლოვდეს ეს პოზიციები. მეორე და უფრო მთავარი - თუ ხედავ, გწამს და გჯერა და მე ამიტომ ვარ პოლიტიკაში, რომ რაღაც შენი ქვეყნისთვის არის უკეთესი და ეს ამ ქვეყანას წაიყვანს წინ, აი როგორი ბულინგიც არ უნდა მოყვეს ამას, მთელი დედამიწა რომ დაგვიპირისპირედეს, ჩვენ ამ აზრზე დავრჩებით და ამისთვის ვიბრძოლებთ. იმიტომ რომ გავა დრო და გამოჩნდება, რომ ეს იყო სწორი.“ - ამბობს ლევან იოსელიანი.

 "მე ოპოზიციურ ერთობაზე ჯვარი კი არ მაქვს დაწერილი, თუ ვხედავ, რომ ოპოზიციის ერთობის ერთ-ერთ სუბიექტს უნდა რომ მოლაპარაკება ჩაშალოს და ჩვენს საზიანოდ მოქმედებს, ნამდვილად არ გავჩუმდები, ამოვიღებ ამაზე ხმას და ეს გავაკეთეთ ჩვენ დღეს. არ მივცემთ მაგათ საშუალებას, რომ ორმა კაცმა პირად ინტერესებს გადააყოლოს შესაძლებლობა, რომ ეს ქვეყანა წინ წავიდეს. მე არ მინდა ამ ქვეყანაში რევოლუცია, ამობეხებები," - აცხადებს იოსელიანი.

იოსელიანი აცხადებს, რომ ყველა პარტიაში ჰყავთ თანამოაზრეები. მისი თქმით, ყველა პარტია თვლის, რომ ეს შეთანხმება უნდა შედეგს. 

"არის საკმაოდ სოლიდური ჯგუფი, ნაციონალურ მოძრაობაში და სხვა პარტიებშიც. უმრავლესობა ამ აზრზეა, უმცირესობაშია ის ერთი პარტია პრაქტიკულად.

ყველა პარტიაში გვყავს თანამოაზრეები და ყველა პარტია თვლის, რომ ეს შეთანხმება უნდა შედეგს და ის რაც დღეს შეგვიძლია დღეს წამოვიღოთ და რაც უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. თუ კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ, კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ეყოთ გამბედაობა, გამოვიდნენ და ისაუბრონ ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ ამის საპირწონედ დევს ჩიხი, და ამ ჩიხში თუ შევიყვანთ ამ,“ მოლაპარაკებებს , მაშინ ვერაფერს ვერ წამოვიღებთ,“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

 

დღის ამბები