29 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
​რაც უნდა ის შექმნას გიორგი ვაშაძემ - ხატია დეკანოიძე ვაშაძის მიერ დაანონსებულ ახალ პოლიტიკურ ცენტრზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" ემიჯნება და ქმნის ახალ პლატფორმას, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე "ღამის კურიერში" სტუმრობისას გამოეხმაურა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, ახლა მისთვის აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანი არ არის და "რაც უნდა ის შექმნას ვაშაძემ". 

"​რაც უნდა ის შექმნას, ჩემთვის არაფერი გზავნილი არ არის ამ წუთში. ბატონი გიორგი ვაშაძე გავიდა მესამე ადგილზე ისანში. ნებისმიერ პოლიტიკოსს აქვს უფლება შექმნას ნებისმიერი პლატფორმა და მოიპოვოს ამომრჩეველთა მხარდაჭერა. ამ წუთას ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი კონკრეტული პარტია, რა პლატფორმაზე ფიქრობს. მთავარია, ჩვენ ერთიანი ვიყოთ იმ მოთხოვნებში, რაც არის ერთიანი მოთხოვნა," - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ. 

დღის ამბები