29 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
შემოტევა იყო ჩემზე, რომ თითქოს, ასე თავს დავადებთ და შევალთ პარლამენტში - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი აცხადებს, გარდა დღევანდელის, მის მიმართ შემოტევები წინასაარჩევნოდაც იყო.

ვაშაძე ამბობს, რომ მთავარი პრობლემა არსებულ სიტუაციაში, პოლარიზებაა. 

"შემოტევა იყო ჩემზე, რომ თითქოს გადავწყვიტეთ მე და რამდენიმე ადამიანმა, ასე თავს დავადებთ და შევალთ პარლამენტში, ეს არის ტყუილი, ამ ტყუილში მხილება იყო ჩემი განცხადება და ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ბინძური წესებით ხდება შემოტევა. ეს არ არის პირველი ჩვენს გუნდთან მიმართებაში, წინასაარჩევნოდაც ზუსტად იგივე კამპანია იყო ჩვენთან მიმართებაში და მე მაშინ დავუშვი ყველაზე დიდი შეცდომა, რომ ვამბობდი და არ შევალ ამ კამათში. ასე ვთქვათ, ხალხი ბრძენია, ყველაფერს ნახავს. იყო ბრალდებები ბნელ მხარეზე გადასვლასთან დაკავშირებით და მთავარი ბნელეთი ამ ქვეყანაში არსებული პოლარიზებაა," - განაცხადა "ღამის კურიერში" გიორგი ვაშაძემ.  

დღის ამბები