29 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
ნებისმიერ დროს, მომავალ წელსაც შეეძლებათ დატოვონ ბოიკოტის რეჟიმი და შემოვიდნენ პარლამენტში - ირაკლი კობახიძის თქმით, ბოიკოტის რეჟიმი დიდხანს არ გაგრძელდება

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციას ნებისმიერ დროს შეუძლია დატოვოს ბოიკოტის რეჟიმი და პარლამენტში შევიდეს.

კობახიძის თქმით, აქამდეც ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმს ინარჩუნებდა და უმრავლესობა მარტო იჯდა პარლამენტში.

"ნებისმიერ დროს, მაგალითად, მომავალ წელს მათ შეეძლებათ დატოვონ ბოიკოტის რეჟიმი და შემოვიდნენ პარლამენტში. ისინი ისედაც იყვნენ ბოიკოტის რეჟიმში ერთი წელი, პარლამენტმა გაატარა ერთი წელი მათი ბოიკოტის რეჟიმში, მარტო იჯდა უმრავლეოსობა. იგივე გაგრძელდეს შეიძლება გარკვეული პარტიების მიერ, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელდება," - განაცხადა კობახიძემ. 

დღის ამბები