29 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
მე-4 რაუნდი პარლამენტის პირველ სხდომამდე 3 დღით ადრე - განიმუხტება თუ არა პოლიტიკური კრიზისი, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ვერც დღეს გაირკვა

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე 3 დღით ადრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი შედგა, რომელიც ისევ არ აღმოჩნდა გადამწყვეტი.

განიმუხტება თუ არა პოლიტიკური კრიზისი, ეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში არც დღეს გაირკვა.

პოლიტიკური ტემპერატურა უმაღლეს ნიშნულზეა აწეული, რაც მოლაპარაკების წინ გაკეთებულ განცხადებებშიც კარგად ჩანდა.

პარლამენტის შეკრების თარიღი დასახელებულია -11 დეკემბერი. ვინ შედის პარლამენტში: ერთად, ცალ-ცალკე თუ არავინ მმართველი პარტიის გარდა.

დახურულ კარს მიღმა მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალები არც დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გასაჯაროვდა. ერთი, რაც ითქვა, დღის წესრიგში კვლავ ახალი არჩევნების მოთხოვნაა.

დღის ამბები