29 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
"არის რეალური ალბათობა, რომ შევძლოთ შეთანხმება მთავარ საკითხზე - ეს არის საარჩევნო რეფორმის გაგრძელება" - არჩილ თალაკვაძე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დღევანდელმა შეხვედრამ პოლიტიკური მხარეები კიდევ უფრო დააახლოვა შეთანხმებასთან და არის რეალური ალბათობა, მთავარ საკითხზე შეთანხმდნენ. 

"დღეს ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელმაც უფრო დაგვაახლოვა შეთანხმებასთან და არის რეალური ალბათობა, რომ შევძლოთ შეთანხმება ყველაზე მთავარ საკითხზე, რომელიც გამოიწვევს პოლიტიკურ სტაბილურობას - ეს არის საარჩევნო რეფორმის გაგრძელება. ამ საკითხზე პოზიციები იმდენად გვაქვს დაახლოებული, რომ შესაძლებელია, ეს გახდეს შეთანხმების მთავარი საკითხი," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები