29 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით პროგრესი არ არის - გიორგი ვაშაძის თქმით, მოლაპარაკებები გაგრძელდება

"სტრატეგია აღმაშენებლის"  ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით პროგრესი არ არის. ამის შესახებ ვაშაძემ მოლაპარაკების მეოთხე რაუნდიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ვიდრე არ მოხდება შეთანხმება, პარლამენტში შესვლა არ განიხილება.

არის დამატებით საუბარი საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე, თვითმმართველობის საარჩევნო სისტემაზე, არის ფუნდამენტურ რეფორმებზე საუბარი. არ არის შეთანხმება რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, არ არის შეთანხმება პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. არც სხვა საკითხებზე არ არის შეთანხმება. შევთანხმდით იმაზე, რომ გავაგრძელებთ კიდევ მოლაპარაკებებს. სანამ კონკრეტული პოზიციები არ ჩამოყალიბდება საერთო ოპოზიციურ ფორმატში და სანამ შეთანხმება არ იქნება, არავის შესვლა არ განიხილება პარლამენტში და ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ გუნდთან დაკავშირებით ასეთი ბინძური კამპანია იყო დღეს"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

დღის ამბები