29 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდება - მასწავლებელს, რომელიც უკვე 20 წელია სკოლაში მუშაობს, ბრალდებებს მე-7 კლასელი უყენებს

ფიზკულტურის პედაგოგი, რომლის მიმართაც გამოძიება საკმაოდ მძიმე - არასრულწოვანზე გარყვნილი ქმედების მუხლით დაიწყო - თავად ბრალდებებს უარყოფს. მასწავლებელი ამბობს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, მოსწავლის მიერ დაწერილ სარჩელს კი ერთ-ერთ გაკვეთილზე ბავშვისთვის მობილურის წართმევის ფაქტს უკავშირებს. ის გამოძიებამ უკვე გამოკითხა, მისივე ინფორმაციით, გამომძიებლის კითხვები სწორედ ტელეფონს უკავშირდებოდა.

არასრულწლოვნის ოჯახი გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებებს არ აკეთებს. როგორც "კურიერმა" გაარკვია, მე-7 კლასელმა გოგონამ ინფორმაცია ჯერ ოჯახს, შემდეგ კი პოლიციას მიაწოდა. სამართალდამცველებმა მალევე დაკითხეს მამაკაცი და შეისწავლეს აღნიშნულ კლასში არსებული ვიდეოკამერების მასალები. როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, ვიდეომასალიდან პედაგოგის დანაშაულებრივი ქმედება არ იკვეთება. ახლა სასწავლო დაწესებულება გამოძიების დასრულების მოლოდინშია.

საქმის დეტალები არც რესურსცენტრში იციან. არასრულწლოვანთან ახლა სოციალური სამსახური და ფსიქოლოგი მუშაობს. მოსწავლის ოჯახი დუმს, მასწავლებელი კი უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობს.

დღის ამბები