29 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
კონფლიქტი ოპოზიციაში მეოთხე რაუნდის წინ - მედიატორებთან შეხვედრას გარჩევები უძღოდა

პუფი, კეთროვანი, პოლიტიკური ბანკროტი - ეს იმ ეპითეტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც იმ ოპოზიციონერების მიმართ გაისმა, ვინც შესაძლოა მოლაპარაკებების შედეგად, პარლამენტში შესვლა გადაწყვიტოს. ოპოზიციური პარტიების ნაწილის ლიდერებმა კოლეგები მკაცრად გააფრთხილეს და საპარლამენტო საქმიანობის დაწყებამდე დაფიქრება ურჩიეს.

უსინდისობა უწოდა "მოქალაქის" ლიდერმა დღის განმავლობაში ოპოზიციის ნაწილის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს. პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ მსგავსი განცხადებები მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლის მცდელობას ემსახურება.

ბინძურ თავდასხმად შეაფასა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში მის სავარაუდო შესვლასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარები. სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერმა დღეს "ნაციონალურ მოძრაობას" წინასაარჩევნოდ პირობის დარღვევაც შეახსენა.

პარლამენტში სავარაუდო შესვლასთან დაკავშირებულ განცხადებებს - "კონცერტს" უწოდებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

დაპირისპირებას ოპოზიციურ ფლანგზე მმართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ. "ოცნებაში" ფიქრობენ, რომ პარტიების ნაწილი ოპოზიციურ სპექტრში ავტორიტარული მეთოდებით მოქმედებს, რაც დაუშვებელია და მოლაპარაკებების პროცესსაც აზიანებს. რა გავლენას მოახდენს პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა ოპოზიციურ ერთობაზე ჯერჯერობით უცნობია. მეათე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს შეკრებამდე კი მხოლოდ სამი დღე რჩება.

დღის ამბები